კახეთში გამოკვლეულ 245 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში გამოკვლეულ 245 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში სასწრაფო დახმარებისა და „ცხელების ცენტრებში“ მომუშავე მედპერსონალის, ასევე სხვა რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეების ტესტირების პასუხი უარყოფითია. ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 286 ნიმუშიდან 245-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

მისი განმარტებით, დანარჩენი ნიმუშების პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთში რვა საკარანტინო სივრცეა, სადაც 245 მოქალაქე იმყოფება.