კახეთში გამოკვლეულ 164 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

13:05, 17.07.2020

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 164 პირის ტესტირების შედეგი კორონავირუსზე ნეგატიურია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ინფორმაციით, მათ შორისაა ყარაჯალის დადასტურებული შემთხვევის შვიდი კონტაქტის ტესტირების შედეგიც.

ამასთან, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთში სამ საკარანტინო სივრცეში 95, ხოლო თვითიზოლაციაში 60 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი