კახეთში გამოკვლეულ 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში გამოკვლეულ 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუშზე პასუხები უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით ე.წ. ცხელების ცენტრებიდან და კარანტინის ზონიდან სულ 15 პაციენტის ნიმუში გაიგზავნა და არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ხიზანიშვილის თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება.

კახეთში, ათ საკარანტინო სივრცეში ამ ეტაპზე 581 მოქალაქე იმყოფება.