კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი ინფიცირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას ინტენსიური რეჟიმში ცდილობენ.

მათივე ინფორმაციით, „პისიარ“კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუფიქსირდა ყვარელში მცხოვრებ 70 წლის მამაკაცსაც, რომელსაც სხვადასხვა მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვს. ინფიცირებული თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაშიგადაიყვანეს.

რაც შეეხება კიდევ ორ ინფიცირებულს, პაციენტები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მაცხოვრებლები არიან. შემთხვევა ე.წ გორის ქორწილის კლასტერს უკავშირდება. „პისიარ“ ტესტის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ორივე მათგანი 14 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ მკურნალობა სავარაუდოდ, ადგილზე ჩაუტარდება. სექტემბრის თვეში, კახეთში ლაბორატორიულად დადასტურებული 56 დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.