კახეთში დღეს ქერის მოსავლის აღება დაიწყეს
კახეთში დღეს ქერის მოსავლის აღება დაიწყეს

კახეთში, დღეიდან ქერის მოსავლის აღება დაიწყო. დედოფლისწყაროში, ალაზნის ველზე ქერის მოსავლის ასაღებად 15 ათას ჰექტარ ფართობზე შპს „მექანიზატორის” 45 ერთეული კომბაინი არის მობილიზებული.

როგორც ადგილობრივმა ფერმერებმა პირველ არხს განუცხადეს, წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან და დაახლოებით 67 ათას ტონამდე მოსავალს აიღებენ. „წელს დაახლოებით, 1 ჰექტარზე 4-5 ტონა მოსავალი მოვიდა. 1 კგ ქერის სარეალიზაციო ფასი საშუალოდ 45 თეთრია. როგორც წესი, ფასს მოსავლის რაოდენობა განსაზღვრავს. წელს უხვი მოსავალი გვაქვს და ფასიც აქედან გამომდინარეობს“, -ამბობს ფერმერი მალხაზ მერაბიშვილი.

დედოფლისწყაროელ ფერმერებს მოსავლის დაბინავება, რეალიზება, გადამუშავება ადგილზე შეეძლებათ. ამაში მათ დედოფლისწყაროში მდებარე ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო დაეხმარებათ, რომელმაც სახელმწიფო პროგრამი ფარგლებში -„აწარმოე საქართველოში“ დაიწყო ფუნქციონირება.

ფერმერების თქმით, ქერის მოსავლის დაბინავება 3 კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღება „ალოობა – 2018“ დაიწყება.