კახეთში ცხვრის გადარეკვის სეზონი ოფიციალურად პირველ მაისს გაიხსნება

11:13, 26.04.2020

კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ოფიციალურად პირველ მაისს გაიხსნება. მანამდე, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში, ვეტერინარების მიერ სრულიად უფასოდ, პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში არსებულ ერთ-ერთ ვეტერინარულ პუნქტში იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მეცხვარეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგია.

მიმდინარე წელს, დაახლოებით 40 000 სული ცხვრის თუშეთის, ხოლო 280 000 სული ცხვრის სამცხე – ჯავახეთის მიმართულებით გადარეკვა მოხდება.

2019 წლის მონაცემებით, 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. ერთი კილოგრამი გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებშია

მსგავსი