კახეთში 10 პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს
კახეთში 10 პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ათი ადამიანის სინჯზე პასუხი უარყოფითია, არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცხელების მქონე მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღე მატულობს.

კარანტინის სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრებიდან რამდენიმე სინჯის გაგზავნა დღესაც იგეგმება.

კახეთში ამ დრომდე ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ არის.

რეგიონის 11 საკარანტინო ლოკაციაზე 456 მოქალაქე იმყოფება.