კახეთში 71 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
კახეთში 71 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი, 71 პირის სინჯის კვლევის პასუხი უარყოფითია, არც ერთ მათგანს ,,კოვიდ-19″ არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

რეგიონში შემცირებულია კარანტინის ზონების რაოდენობაც. ამ ეტაპზე შვიდ საკარანტინო სივრცეში 244 მოქალაქე იმყოფება.

ხიზანიშვილის ინფორმაციით, რისკჯგუფში შემავალი პირების განმეორებითი მიზნობრივი ტესტირების პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს.