კახეთში 61 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:52, 14.05.2020

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 79 სინჯიდან 61 პასუხი უარყოფითია. დანარჩენი ნიმუშების პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, გრძელდება საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ნიმუშების აღება, როგორც ე.წ. ცხელების კლინიკებიდან, ასევე საკარანტინო სივრცეებიდან. ამავდროულად, ტესტირება უტარდება მედპერსონალსაც.

ამ ეტაპზე კახეთში კარანტინის 11 სივრცეში 440 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი