კახეთში 38 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

11:28, 26.04.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის კახეთის განყოფილებაში 38 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში 12 ადამიანი, ხოლო საკარანტინო სივრცეებში 592 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი