კახეთში 116 მოქალაქეს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
კახეთში 116 მოქალაქეს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

კახეთში 116 მოქალაქეს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონიდან ლუგარის ცენტრში ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის 116 მოქალაქის სინჯი იყო გაგზავნილი, პასუხები უარყოფითია.

ამასთან, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კახეთში მდებარე კარანტინის ხუთ სივრცეში 176 მოქალაქე იმყოფება.