კახეთში 103 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში 103 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სტაბილურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 117 ნიმუშიდან 103-ის კვლევის პასუხი უკვე ცნობილია და „კოვიდ-19“ ლაბორატორიულად არც ერთს არ დაუდასტურდა.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 17 მოქალაქე, 18-სთვითიზოლაციის ვადა ამოეწურა. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე 406 მოქალაქე იმყოფება .

ამასთან, ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით, სინჯების აღება გრძელდება, როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2 603 სინჯი, აქედან 915 მედპერსონალია, 784 პირი კარანტინიდან, 74 – საბაჟოს თანამშრომელი, 110 – შშმ პირი.