კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განაგრძობს მუშაობას
კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განაგრძობს მუშაობას

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ბერიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

არსებული ინფორმაციით, თანამდებობას მისი რამდენიმე მოადგილეც დატოვებს. თავად ზურაბ ბერიკაშვილი კი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნარკოლოგიური სამმართველოს უფროსად გააგრძელებს მუშაობას.

ზურაბ ბერიკაშვილი კახეთის რეგიონში ძალოვან უწყებას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.