კახეთის საკარანტინო სივრცეებიდან და ცხელების ცენტრიდან გამოკვლეულ 27 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან გუშინ აღებული აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 27-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება. ხიზანიშვილი განმარტავს, რომ ტესტების აღება, ძირითადად, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირებისგან მოხდება.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე 10 ლოკაციაზე 631 მოქალაქე იმყოფება.