კახეთის რეგიონში უკვე 37 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა

12:15, 14.09.2019

კახეთის რეგიონში 14 სექტემბრის მონაცემებით, 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას რთველის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

შტაბის ცნობით, კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან  21 ათასი ტონა რქაწითელია, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა. ამასთან, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ჩაერთვებიან.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

მსგავსი