კახეთის რეგიონში 118 პირი გამოიკვლიეს, ​კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
კახეთის რეგიონში 118 პირი გამოიკვლიეს, ​კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში 118 გამოკვლეული პირიდან ​კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ცნობით, კახეთში სამ საკარანტინო სივრცეში 71 მოქალაქე იმყოფება.

კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია სულ 5176 ნიმუში. მათ შორის, 1735 მედპერსონალია, 1850 კარანტინის ვიზიტორებისა და სასტუმროს პერსონალი, 33 ტრაილერის მძღოლი.

დატოვე კომენტარი