კახეთის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ტარდება
კახეთის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თელავის შემდეგ დღეს კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწყო.

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ პირველებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა ამავე საავადმყოფოს ექიმებმა, დეა ცაბუტაშვილმა და ქეთევან სამნიაშვილმა ჩაიტარეს. მათ კოლეგებსა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ, ექიმები ვართ ბრძოლის წინა ხაზზე და ვირუსის დასამარცხებლად ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა მის წინააღმდეგ.

ავიცერი და მოვუწოდებ სხვებსაც, რომ აღარ დავკარგოთ ჩვენი ახლობელი ადამიანები, ჩვენი პაციენტები და აღარ დავკარგოთ კოლეგები, ამისთვის უნდა გავაგრძელოთ და წარმატებით დავასრულოთ ვაქცინაციაც და პანდემიაც“, – განაცხადა კახეთის ონლაინკლინიკის ხელმძღვანელმა, დეა ცაბუტაშვილმა.

კახეთისთვის გათვალისწინებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 3 100 დოზა მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებშია დასაწყობებული. რეგიონში რეგისტრირებულია 13 ამცრელი დაწესებულება.

დატოვე კომენტარი