კახეთის გზატკეცილზე, მეტრომშენის მიმდებარედ ხიდზე სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

13:52, 15.06.2025

კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

„პირველი ეტაპის განმავლობაში გადაადგილება შეზღუდულია ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, რის შემდეგაც შეზღუდვა მარცხენა ზოლსაც შეეხება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი