კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი საეჭვო სიმპტომების მქონე 30-ვე პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია

11:47, 23.04.2020

კახეთში მდებარე საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან გუშინ ლუგარის ცენტრში გაგზავნილი საეჭვო სიმპტომების მქონე 30-ვე პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანების სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება.

ხიზანიშვილი განმარტავს, რომ სინჯების აღება ე.წ. ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინო სივრციდან მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე კახეთში მდებარე 10 საკარანტინო სივრცეში 535 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი