კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 26 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილ ყველა ნიმუშზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით ე.წ. ცხელების ცენტრებიდან და კარანტინიდ ზონიდან სულ 26 პაციენტის ნიმუში გაიგზავნა, ყველა ნიმუშის ტესტირების პასუხი უარყოფითია, არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ხიზანიშვილის თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება.
კახეთის რეგიონში კარანტინის სივრცეებში ამ ეტაპზე 365 მოქალაქე იმყოფება.