კახეთიდან ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი თორმეტი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

11:28, 14.04.2020

კახეთის საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან გუშინ აღებული აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი თორმეტივე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 15-მდე ადამიანის სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება.

ხიზანიშვილი განმარტავს, რომ ტესტების აღება ძირითადად საკარანტინო სივრცეში მყოფი პირებისგან იგეგმება.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე რვა ლოკაციაზე 394 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი