კახა შენგელიამ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის სასარგებლოდ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
განცხადება შენგელიამ შიო ხეცურიანთან ერთად, „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“რამდენჯერმე მე და შიო ერთად ვიყავით მიწვეული დებატებში და კალათბურთთან მიმართებაში, ჩვენი აზრების უმეტესობა თანხვედრაში მოვიდა. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ კალათბურთის ირგვლივ და მივიდეთ იმ ჭეშმარიტებამდე, რომელიც საბოლოო ჯამში, კალათბურთს სიკეთეს მოუტანს. შესაბამისად, მე მოვიხსენი კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ და ვარ მისი გუნდის წევრი“, – აღნიშნა კახა შენგელიამ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.