კახა ქემოკლიძე - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის საექსპერტო მასალები რუსეთშია გაგზავნილი
კახა ქემოკლიძე - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის საექსპერტო მასალები რუსეთშია გაგზავნილი

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია და მხოლოდ საექსპერტო მასალებია გაგზავნილი რუსეთში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრის წინ გააკეთა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე დაისმება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს მართლმსაჯულებისთვის გადაცემის საკითხი, ასევე საუბარი იქნება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა.