კახა ოქრიაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ბოლნისში მათი ოფისი გაქურდეს
კახა ოქრიაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ბოლნისში მათი ოფისი გაქურდეს

ბოლნისში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ მათი ოფისი გაქურდეს.

ოფისის ხელმძღვანელის ლალი ციხელაშვილის განმარტებით, წაღებულია ორი ლეპტოპი, სადაც ოფისის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია იყო განთავსებული.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით არის დაწყებული.