კახა ოქრიაშვილი - გიორგი გახარია დამოუკიდებელ ფიგურად მიმაჩნია და მას ვქომაგობ
კახა ოქრიაშვილი - გიორგი გახარია დამოუკიდებელ ფიგურად მიმაჩნია და მას ვქომაგობ

მე გახარია დამოუკიდებელ ფიგურად მიმაჩნია და მას ვქომაგობ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, კახა ოქრიაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ოქრიაშვილმა აღნიშნა, გახარიასადმი ამ დამოკიდებულების გამო, მასთან ალიანსში შესვლას არ აპირებს.

„გახარიას მიმართ ჩემს შეფასებაში ბევრი მიიჩნევს, რომ ძალიან მომწონს გახარია. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა კიდეც, მომავალში გახარიასთან ალიანსში შესვლას ხომ არ აპირებო. არა, არ ვაპირებ. მე გახარიას ვქომაგობ და მივიჩნევ, რომ ის არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ის არ არის მართული. დღეს მას აქვს 10 პროცენტიანი მხარდაჭერა და „ოცნებას“ – 31 პროცენტიანი. თუ ასე გაგრძელდა მომავალ არჩევნებამდე, 43 პროცენტზე კი არა, 35 პროცენტზეც აღარ იქნება საუბარი“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.