კახა ოქრიაშვილი - დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ
კახა ოქრიაშვილი - დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი.

ოქრიაშვილის თქმით, დოკუმენტი არ მოსწონს, თუმცა კომპრომისისა და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გამო, შესაძლებელია, განიხილონ ხელმოწერა.

„ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, თუ ხელის მოწერაა, ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისისა და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გამო, შესაძლებელია, განვიხილოთ ხელის მოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. დღეს ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას, პარლამენტში რომ შევიდე, 6 თვეში ჩვენი ხალხი უკეთესად იცხოვრებს? ვერ იცხოვრებს, ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

დატოვე კომენტარი