კახა კუკავას პარტია თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და შესასყიდ ფასად გაყიდვას იწყებს
კახა კუკავას პარტია თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და შესასყიდ ფასად გაყიდვას იწყებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და შესასყიდ ფასად გაყიდვას იწყებს.

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს მედიკამენტების შემოტანას თბილისსა და რეგიონებში და მოსახლეობას იმ ფასად მიყიდის, რაც თურქეთში ღირს.

კახა კუკავა ამბობს, რომ წამლის ფასი საქართველოში ორჯერ და სამჯერ აღემატება იგივე მედიკამენტების ფასს თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან შედარებით, ამ პრობლემას კი, ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან.

ამასთან, კუკავას თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველოში წამლის ხარისხი გაცილებით დაბალია.

„არანაირი რეგულირება ბოლო წლებში არ მოხდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ არაორდინალური გადაწყვეტილება, დავიწყებთ ანტიმონოპოლიურ იმპორტს თურქეთიდან. ორშაბათიდან დედაქალაქში დავიწყებთ ამ მედიკამენტების გაცემას იგივე ფასად, რაც ღირს თურქეთში. ორი სამი კვირის შემდეგ კი, დავიწყებთ იგივე პროგრამას რეგიონებშიც. რადგან მთავრობამ შვიდი წელია, ვერ დაადგა თავი ამ პრობლემას, ჩვენ უზრუნველვყოფთ“ – განაცხადა კახა კუკავამ.