კახა კუკავა -  სამი კანდიდატი ხაზინიდან ნაძარცვ ფულს ხარჯავს, ვისაც არ გვიძარცვია, არაკონკურენტული რესურსებით გვიწევს არჩევნებში მონაწილეობა
კახა კუკავა - სამი კანდიდატი ხაზინიდან ნაძარცვ ფულს ხარჯავს, ვისაც არ გვიძარცვია, არაკონკურენტული რესურსებით გვიწევს არჩევნებში მონაწილეობა

პრობლემაა, როდესაც სამი კანდიდატი ხარჯავს ხაზინიდან ნაძარცვ ათეულობით მილიონს და, ვისაც ხაზინა არ გვიძარცვია, აბსოლუტურად არაკონკურენტული ფინანსური რესურსებით გვიწევს არჩევნებში მონაწილეობა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ განცხადა.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართულმა ტელევიზიებმა უსინდისოდ გააშუქეს ეს არჩევნები. ყველას ჰქონდა თავ-თავისი ტელევიზია და ჩვენ, ვისაც საკუთარი ტელევიზია არ გვქონდა, პრაქტიკულად ვიყავით საზოგადოებრივი არხისა და ობიექტივის იმედზე. პრობლემა არის დიდი ფული, როდესაც სამი კანდიდატი ხარჯავს ხაზინიდან ნაძარცვ ათეულობით მილიონს და, ვისაც ხაზინა არ გვიძარცვია, გვიწევს აბსოლუტურად არაკონკურენტული ფინანსური რესურსებით არჩევნებში მონაწილეობა.

პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსები, პრობლემაა ასევე ე.წ. fake სოციოლოგია, რომელსაც ყველა პარტიული ტელევიზია აქვეყნებს. სამი სხვადასხვა კანდიდატი სამ სხვადასხვა კვლევაში აქვეყნებს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ მონაცემებს და პრობლემაა, რომ საარჩევნო კომისიებში ხელისუფლებას ჩასმული ჰყავს უშიშროების ოფიცრები. ვაფრთხილებ მათ, სადაც იქნება ის მონაცემები, რაც იყო შარშან, როდესაც უნამუსოდ მოიპარეს ჩვენი ხმები, წელს მივალთ და ძალით გავხსნით ყველა უბანს, თუ გადათვლაზე უარს გვეტყვიან.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, სადაც ხმები მოპარული მექნება, იქ წინასწარ შეეგუოს, რომ უბნები გაიხსნება ძალით. მთელს საქართველოს ვაჩვენებთ მათი გაყალბების ნებისმიერ მცდელობას“, – განაცხადა კახა კუკავამ.