კახა კუკავა იაფი მედიკამენტების კამპანიის ფარგლებში ფოთში იმყოფებოდა
კახა კუკავა იაფი მედიკამენტების კამპანიის ფარგლებში ფოთში იმყოფებოდა

პარტია „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების კამპანიას რეგიონებშიც აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში პარტიის ლიდერი კახა კუკავა ფოთში იმყოფებოდა.

„იაფი მედიკამენტების პროგრამა გავაგრძელეთ რეგიონებში. აქემდე ეს იყო მხოლოდ თბილისში და იყო საჩვენებელი. ფოთში გადავეცით რამდენიმე ადამიანს როგორც „ვანსეარი“ , ასევე „ტრიპლიკსანი“. ორივე ფართო მოხმარების მედიკამენტია. გადავეცით მესამედ და მეოთხედ ფასებში, რაც არის თურქეთის ბაზარზე. ვაპირებთ, ეს კამპანია გავაგრძელოთ მთელ საქართველოში.

ჩვენ მივიღეთ ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ჩვენი მედიკამენტების შემოტანა იქნება არა საცალო, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ იქნება იმ რაოდენობით, რა მოთხოვნაც არის საქართველოში. ვაპირებთ, მთლიანად გადავცეთ ყველა მცირე მეწარმეს, ვინც მოინდომებს ჩვენთან თანამშრომლობას. ბევრი კლინიკა და აფთიაქი დაგვიკავშირდა. აფთიაქებს მივცემთ თურქეთიდან იმპორტირებულ, განბაჟებულ მედიკამენტებს, ზუსტად იგივე ღირებულებაში, ყოველგვარი მოგების გარეშე. ახალ წლამდე გვაქვს ამბიცია, თუ მოვასწარით, საქართველოს რეგიონებში ეს მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა კახა კუკავამ.