კახა კუჭავამ ოლიმპიელებს მიმართა - ყველა თქვენგანს ჩემს შვილებთან ერთად გიგულშემატკივრებთ, ბევრჯერ გავიგებთ საქართველოს ჰიმნს, ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ ძალიან ძლიერი ერი ვართ
კახა კუჭავამ ოლიმპიელებს მიმართა - ყველა თქვენგანს ჩემს შვილებთან ერთად გიგულშემატკივრებთ, ბევრჯერ გავიგებთ საქართველოს ჰიმნს, ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ ძალიან ძლიერი ერი ვართ

მე ნამდვილად ვიცი, რომ ყველა თქვენგანს ჩემს შვილებთან ერთად გიგულშემატკივრებთ, რადგან მე მინდა, ჩემმა შვილებმა ნახონ, რა არის საქართველოს სახელით ასპარეზობა და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს სახელით გამარჯვება, რაშიც დარწმუნებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოგესალმებით თქვენ, გმირებს, რომლებისკენაც მთელი საქართველოს ყურადღება იქნება მომართული. ძალიან დიდი ემოციური შეგრძნებაა ჩემთვის, როდესაც ვხედავ, თქვენ როგორ გამოდიხართ და ვიცით, რამდენად არ დაზოგავთ თავს, რომ ასახელოთ საქართველო იქ, სადაც მთელი მსოფლიო გიყურებთ. წარმომიდგენია, როგორი ემოციები და შეგრძნება გექნებათ თქვენ, როდესაც არენაზე გახვალთ და იცით, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც ერთი ქართველი მაინც არის, ყველა თქვენს გგულშემატკივრობთ და იზიარებს იმ ემოციებს, როლებიც თქვენთან ერთად არის. მე ნამდვილად ვიცი, რომ ყველა თქვენთაგანს ჩემს შვილებთან ერთად გიგულშემატკივრებთ, რადგან მე მინდა, ჩემმა შვილებმა ნახონ, რა არის საქართველოს სახელით ასპარეზობა და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს სახელით გამარჯვება, რაშიც დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ნამდვილად მოუტანთ საქართველოს დიდი რაოდენობის მედლებს, წარმატებას, სახელს. ძალიან ბევრჯერ გავიგებთ საქართველოს ჰიმნს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ ვართ პატარა ერი, ვართ ძალიან ძლიერი ერი, გვყავს ჩემპიონები და თქვენ ნამდვილად ხართ ის ლიდერები, რომლებმაც ხვალ ჩვენი მომავალი უნდა განსაზღვრონ. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვები ნამდვილად უნდა იყვნენ მოტივირებული თქვენნაირი ადამიანებით. მინდა, გისურვოთ წარმატება და ვიცით, რომ დაგხვდებით საქართველოში, თქვენ-მედლებით, ხოლო ჩვენ – გახსნილი გულით და დიდი გამარჯვებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ტოკიოს ოლიმპიადიდან პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.