კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა - ბრავო, პარლამენტში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ, სირცხვილია
კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა - ბრავო, პარლამენტში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ, სირცხვილია

ბრავო, პარლამენტში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ, სირცხვილია, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნონა მამულაშვილს, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი ჩართო.

„ბრავო, ბრავო. ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს რომ აჟღერებთ, ბრავო! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია. საქართველოს პლენარულ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, რუსეთის ჰიმნი ჩართეთ თქვენ ახლა, ბრავო. კარგად აჩვენებს ყველაფერს, დამნახავი დაინახავს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.