კახა კუჭავა - ყველა კვლევის მიხედვით, კარგად ვხედავთ, რამდენად ლიდერობს „ქართული ოცნება“ და ლიდერობენ მისი კანდიდატები
კახა კუჭავა - ყველა კვლევის მიხედვით, კარგად ვხედავთ, რამდენად ლიდერობს „ქართული ოცნება“ და ლიდერობენ მისი კანდიდატები

ყველა კვლევის მიხედვით, კარგად ვხედავთ, რამდენად ლიდერობს „ქართული ოცნება“ და ლიდერობენ მისი კანდიდატები, – განაცხადა არჩევნებთან დაკავშირებულ გამოკითხვებზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად არის თანხვედრაში „ქართული ოცნების“ პარტიული და კონკრეტული მაჟორიტარობის კანდიდატების რეიტინგები, მან განაცხადა, რომ გარკვეული განსხვავება ყოველთვის იქნება.

„რთულია, ერთი-ერთზე ჯდებოდეს მსგავსი რეიტინგები. ამიტომ, გარკვეული განსხვავება ყოველთვის იქნება, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ორივე კომპონენტში ჩვენ ძალიან წინ ვართ კონკურენტებისგან განსხვავებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და მოლოდინი რამდენად მაღალია, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის პარტია, რომელიც უმრავლესობით მოვა ისევ ხელისუფლებაში, დააკომპლექტებს მთავრობას. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვხედავთ ყველა კვლევის შედეგად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.