კახა კუჭავა - წინასაარჩევნოდ ძალიან საინტერესო პროცესები წარიმართება, ერთად დავინახავთ, ვინ ვისთან ითანამშრომლებს
კახა კუჭავა - წინასაარჩევნოდ ძალიან საინტერესო პროცესები წარიმართება, ერთად დავინახავთ, ვინ ვისთან ითანამშრომლებს

წინასაარჩევნოდ ძალიან საინტერესო პროცესები წარიმართება, ერთად დავინახავთ, ვინ ვისთან ითანამშრომლებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განუცხადა.

„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ამას დრო გვაჩვენებს. ყველა ერთად დავინახავთ, ვინ ვისი თანამშრომელი გახდება.

მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ ძალიან საინტერესო პროცესები წარიმართება და ამ პროცესს ერთად დავაკვირდებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.