კახა კუჭავა – ვულოცავ 13 მაისს ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, იმედს ვიტოვებ, დიდ შედეგებს მიგვაღწევინებენ

13:16, 13.05.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პლენარული სხდომის დაწყებამდე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა.

კახა კუჭავას განცხადებით, 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვება ქვეყნისთვის საამაყო იყო.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო დღევანდელი დღე, რომელიც, მართალია, 40 წლის წინ იყო და არ მივულოცო ის დიდი გამარჯვება ჩვენს ქართველ სპორტსმენებს. დღეს 13 მაისია და ნამდვილად საამაყო დღეა. იმედს ვიტოვებ, რომ გამარჯვებებს, რომლებიც სპორტის სხვა სახეობებშიც გვაქვს, როგორებიცაა რაგბი, ჩოგბურთი, ძალოსნობა, კალათბურთი და ასე შემდეგ, მათი საამაყო წარმომადგენლები მიგვაღწევინებენ დიდ შედეგებს“, – განაცხადა პლენარული სხდომის დაწყებამდე კახა კუჭავამ.

 

მსგავსი