კახა კუჭავა - ვისურვებდი, პარლამენტში ყველამ თავისი ადგილი დაიკავოს და აქედან განახორციელონ პოლიტიკური ოპონირება
კახა კუჭავა - ვისურვებდი, პარლამენტში ყველამ თავისი ადგილი დაიკავოს და აქედან განახორციელონ პოლიტიკური ოპონირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, პოლარიზება, დაძაბულობა და დაპირისპირება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

როგორც კუჭავა ამბობს, ისურვებდა, რომ ყველამ, ვინც არჩეულ იქნა ლეგიტიმური არჩევნების შედეგად, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს.

„ბოლო 30 წელმა გვაჩვენა, რომ პოლარიზება, დაძაბულობა და დაპირისპირება ნამდვილად არ არის ის, რამაც შეიძლება, მიგვაღწევინოს ჩვენს სანატრელ სურვილამდე. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატო-ს და ევროკავშირის წევრობა. ამიტომ ვისურვებდი, ყველამ, ვინც არჩეული იქნა ლეგიტიმური არჩევნების შედეგად, თავისი ადგილი დაიკავოს და აქედან მოახდინონ პოლიტიკური ოპონირება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.