კახა კუჭავა - ვცდილობთ, საქართველოში შევცვალოთ პოლიტიკური კულტურა და ქცევა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ამბიციური მიზნების თვალსაზრისით
გამოცემა „პოლიტიკოს“ რუბრიკა „ფლეიბუქი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ინტერვიუს შესახებ წერს.
გამოცემა წერს, რომ კახა კუჭავამ ბრიუსელში გამართა რიგი შეხვედრები, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილდა საქართველოს მისწრაფებაზე, 2024 წელს გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
ამასთან, გამოცემის ცნობით, რუბრიკა „ფლეიბუქთან“ ინტერვიუში, კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა (შეაქო) ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ცოტა ხნის წინ გაწეული დახმარება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად მიღწეული შეთანხმების მისაღწევად, აგრეთვე საარჩევნო რეფორმებისა და ძალაუფლების გადანაწილების ახალი ფორმულის (deal) შექმნის კუთხით.
რუბრიკაში ვკითხულობთ: „შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ გირაოს სახით უზრუნვეყოფილი დახმარება, ციხეში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლების მიზნით.
ფსონი სამომავლო გაწევრებაზე (Membership bid ahead): „შარლ მიშელის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მიზეზის გამო“, – განუცხადა კუჭავამ ჩემს კოლეგას დევიდ ჰერცენჰორნს.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ჩვენ ვცდილობთ, შევცვალოთ პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური ქცევა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ამბიციური მიზნების თვალსაზრისით, ვაპირებთ რა ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს… ჩვენ საქართველოს დღის წესრიგი ევროპულ დღის წესრიგთან შესაბამისობაში მოგვყავს.“
კუჭავამ აღნიშნა, რომ მისი აზრით ბრიუსელი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩება საქართველოს ევროპული სტილის რეფორმებით და რომ ევროკავშირმა უკვე მოახდინა პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის წარმატებაში: „მე ამგვარად განვიხილავ ევროკავშირის ჩართულობას ამ კრიზისში. ფაქტია, რომ ქვეყანა გამარჯვებული გამოვიდა ამ ვითარებიდან“.
საპარლამენტო ეფექტიანობა (PARLIAMENTARY EFFICIENCY): ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს შორის იყო კუჭავას შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დევიდ სასოლისთან, სადაც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე. სასოლიმ, რომლის გადაწყვეტილებითაც ევროპარლამენტი მალე განაახლებს ყოველთვიურ სესიებს სტრასბურგში, აშკარად გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, კუჭავასგან მიეღო რჩევა საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელიდან ფუნქციორნირების უპირატესობის შესახებ.
2018 წელს, საქართველოს პარლამენტმა დათმო თავისი ფუტურისტული სტილის შენობა ქუთაისში, დაახლოებით სამსაათნახევრიანი სამანქანო მგზავრობის დისტანიციაზე თბილისიდან, აღნიშნული შენობის აშენებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ – და ამით დაასრულა ევროკავშირის სამოგზაურო ცირკულარის ქართული ვერსია.
საფრანგეთო, უსმინე! (Listen, France!) „ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები კონსტიტუციაში, ასე რომ, ამჟამად პარლამენტის ადგილსამყოფელი ისევ თბილისია“, – განაცხადა კუჭავამ.
„პარლამენტი უნდა მდებარეობდეს იმავე ქალაქში… ეს არ იყო პრაქტიკული, ზოგჯერ მინისტრებს უწევდათ 15 წუთით მოსვლა მოსმენაზე… და ეს საჭიროებდა სამ-სამ საათიან მგზავრობას წინ და უკან, და გარდა დროისა, იმდენი საწვავი, ენერგია [იხარჯებოდა]“. ახლა მთავრობის წინაშე დგას ამ შელახული შენობისთვის ახალი ფუნქციის მონახვა, როგორც გვამცნო ეს „რადიო თავისუფლებამ“ გასულ კვირას“, – აღნიშნულია რუბრიკაში.
