კახა კუჭავა - საუბარი იყო საარჩევნო რეფორმაზე, პირველ რიგში, მელიას გათავისუფლებაზე და განხორციელდა, დანარჩენიც, რაც იქნება, აუცილებლად განხორციელდება
კახა კუჭავა - საუბარი იყო საარჩევნო რეფორმაზე, პირველ რიგში, მელიას გათავისუფლებაზე და განხორციელდა, დანარჩენიც, რაც იქნება, აუცილებლად განხორციელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებით გათვლისწინებული საკითხები, მათ შორის საარჩევნო რეფორმა განხორციელდა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გათავისუფლდა.

მისივე თქმით, ეს პროცესი გახსნილად მიმდინარეობდა.

„კითხვაც არ უნდა ისმებოდეს ამაზე, რადგან ეს პროცესი გახსნილად მიმდინარეობდა. იყო საუბარი საარჩევნო რეფორმაზე, პირველ რიგში, მელიას გათავისუფლებაზე და განხორციელდა. იყო საუბარი საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც განხორციელდა და რომელსაც ხელმომწერებმა, რამდენიმე პარტიამ მხარი არ დაუჭირა, ამის შემდეგ იყო ამნისტიის კანონპროექტი და დანარჩენიც, რაც იქნება, აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირთან კომუნიკაცია შედგება, რათა პარტნიორებს განემარტოთ, რომ „მართალია, საქართველო არ აპირებს სესხის აღებას, თუმცა შეთანხმების ყველა პუნქტი ქვეყნის მხრიდან შესრულებულია“.

დატოვე კომენტარი