კახა კუჭავა - სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა ევროკავშირის სტანდარტებია? ევროპარლამენტარებთან მქონდა კომუნიკაცია და გაოგნებული იყვნენ
კახა კუჭავა - სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა ევროკავშირის სტანდარტებია? ევროპარლამენტარებთან მქონდა კომუნიკაცია და გაოგნებული იყვნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრის, კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან ყველა მედიასაშუალებასთან იყო კომუნიკაცია.

კუჭავას თქმით, მათ მიეცათ საშუალება, წარმოედგინათ სია, ვისთვისაც სურდათ საშვის დაშვება.

„ეს არის ფაქტი, ამას ვერ გაექცევით. ნებისმიერ ჟურნალისტზე, თუ ჯგუფის წევრზე, ვიზეც მოვიდა მოთხოვნა, ყველაზეა საშვი დაშვებული. სტუმრებთან დაკავშირებით საშვის დაშვება დღეს არ იქნება, რომ არ განმეორდეს იგივე, როცა თქვენ, მათ შორის, პარლამენტის წევრები12 ივლისს, წინა რიგგარეშე სხდომაზე შეეცადეთ, სხდომა ჩაშლილიყო.  ამის უფლებას ვერ მოგცემთ, დღეს აუცილებლად გაიმართება მინისტრის მოსმენა და თქვენც მიიღებთ ამ სხდომაში მონაწილეობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ ჟურნალისტზე არ ყოფილა შეზღუდვა, მედიის წარმომადგენლებმა რა სიაც მოგვაწოდეს, ყველაზე იქნა საშვი დაშვებული.

ევროკავშირის სტანდარტებია სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა? თქვენ გქონდათ კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან? მე მქონდა და გაოგნებულები იყვნენ იმ საქციელით, სხდომის ჩაშლას რაც ეხებოდა. სადმე, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში წარმოგიდგენიათ, დარბაზში რომ შევარდნილიყვნენ? მალე ვარეგისტრირებთ კანონპროექტს, მკაცრად იქნება დარეგულირებული ნებისმიერი სახით დროშის ხელყოფა“, – აღნიშნა კახა კუჭავამ ხატია დეკანოიძის საპასუხოდ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ.

„ერთადერთი, მე მოვითხოვე ჟურნალისტების სია, რომელიც გადაცემული იყო მათ შორის „ლელოს“ და ჩვენ მიერ.  ჟურნალისტებს არ უშვებენ, პარლამენტი გადააქციეს ყაზარმად, ამიტომ მე მოვთხოვე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვიდეს ჩენთან ერთად გარეთ და შეხედოს ჟურბალისტებს, უშვებენ თუ არა და, როგორც ყოველთვის, საერთოდ არაფერი სათქმელი არ ქონდათ და ამიტომ დაასრულეს სხდომა მალე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.