კახა კუჭავა - რუსეთი ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვუპირისპირებთ იმ პოლიტიკას, რასაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს
კახა კუჭავა - რუსეთი ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვუპირისპირებთ იმ პოლიტიკას, რასაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს იმ პოლიტიკას უპირისპირებს, რომელსაც შედეგი ჯერრჯერობით მოაქვს.

მისი თქმით, საქართველოს აღნიშნულ მიზანში სტრატეგიული პარტნიორები ეხმარებიან.

„რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმ პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს და ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგსაც რომ მათ საბოლოოდ შევუშალოთ ხელი ყველა არაკანონიერ ქმედებაში“, – განაცხადა კუჭავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა. „გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.