კახა კუჭავა - პარლამენტში უნდა ისმოდეს თითოეული ამომრჩევლის ხმა, რაც ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში
კახა კუჭავა - პარლამენტში უნდა ისმოდეს თითოეული ამომრჩევლის ხმა, რაც ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში

საქართველოს პარლამენტში უნდა ისმოდეს ამომრჩევლის ხმა, საკითხების განხილვა უნდა ხდებოდეს პარლამენტში და ჩვენი ევროპელი პარტნიორები მოუწოდებენ ყველა არჩეულ პარლამენტარს, მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ვეროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში.

„საქართველოს ამბიციური გეგმების განსახორციელებლად სჭირდება პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად იმუშავებს. პარლამენტში უნდა ისმოდეს თითოეული ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში. ვიმედოვნებ, ამასაც მალე მივაღწევთ და ქართველი ხალხი, ჩვენი პარტნიორები იხილავენ შევსებულ 150 ადგილს პარლამენტში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.