კახა კუჭავა - ოპოზიცია დემონსტრირებას ცდილობს, თითქოს ერთიანები არიან, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა მოჩვენებითია
კახა კუჭავა - ოპოზიცია დემონსტრირებას ცდილობს, თითქოს ერთიანები არიან, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა მოჩვენებითია

ფანჩატურში თუ სხვაგან, ოპოზიციას თავი რაც უნდა ეჩვენებინა, ისინი ერთიანი არასოდეს ყოფილან. ისინი კონკრეტული მიზნით იყვნენ შეკრებილნი. მათ შორის არსებული უთანხმოება უკვე კარგად ჩანს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები დაამცირონ და ამ ქვეყნებს პირდაპირ უტევენ.

„ბევრი საკითხია, რაზეც მათ უთანხმოება აქვთ. ეს მათგან გასაკვირი არ არის. მგონია, რომ მათ შორის ბევრ საინტერესო სცენას ვნახავთ. დიდი ხანია, ოპოზიცია იმის დემონსტრირებას ცდილობს, თითქოს ერთიანები არიან, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა მოჩვენებითია. მათ მიმართ საინტერესო გზავნილები გვესმის, რომ მანდატები მიიღონ, პარლამენტში შემოვიდნენ, მუშაობა დაიწყონ და ოპონირება ქუჩის ნაცვლად, პარლამენტში წარმართონ. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი – არა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ისინი ერთიანი არასდროს ყოფილან“, – განაცხადა კუჭავამ.