ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებს და სამომავლო ურთიერთობების გეგმებს.
განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის გავლით საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებაზე გაკეთდა.