კახა კუჭავა - მთავარია, პარლამენტში კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს დებატები და სასურველ შედეგს მივაღწიოთ
კახა კუჭავა - მთავარია, პარლამენტში კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს დებატები და სასურველ შედეგს მივაღწიოთ

მთავარია, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს დებატები პარლამენტში და სასურველ შედეგს მივაღწიოთ​, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, დღეს მეორე მოსმენით მოხდება ამნისტიის კანონპროექტის განხილვა.

„ველოდები საინტერესო დებატებს. ფაქტი ერთია, რომ თანხმობა იმის შესახებ, რომ მიიღოს თუ არ მიიღოს ამნისტია, ჩანაწერში არ არის. ამიტომ დანარჩენს უკვე მოვისმენთ განხილვების დროს. ეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებას წარმოადგენს და აუცილებელია, იყოს იმ სულისკვეთებით და იმ მიზნებისთვის, რომელსაც ემსახურება ის შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრ საინტერესო განცხადებას მოვისმენთ, მათ შორის საინტერესო დებატებს და საბოლოოდ რა ვერსიაც გავა, ყველა ერთად ვიხილავთ. ვიცი, რომ ნება არის, ერთიანი დოკუმენტი გავიდეს. მთავარია, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს დებატები პარლამენტში და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.