კახა კუჭავა – ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
კუჭავას თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.
„მოხარული ვარ ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ვოლფგანგ სობოტკასთან შეხვედრით. ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და ავსტრიას შორის დინამიურ, სექტორულ თანამშრომლობას და მზად ვართ საპარლამენტო კავშირების გასამყარებლად. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში“, – წერს კახა კუჭავა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭამ ავსტრიაში პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, პარალელურად კი ორმხრივი შეხვედრები გამართა.
Delighted to meet @wolfgangsobotka, President of the Austrian National Council. We welcome dynamic sectoral cooperation between 🇬🇪 & 🇦🇹, and stand ready to bolster parliamentary ties. #Austria supports #Georgia’s efforts in building strong, united, democratic European state. pic.twitter.com/IKjcdgBj7K
— Kakha Kuchava (@kkuchava) September 9, 2021