კახა კუჭავა - მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ყველას პოზიცია და დავსახოთ მიზნები ევროსაბჭოს მონიტორინგის უფრო დადებითი ანგარიშისთვის, რომელიც ერთი წლის თავზე დაიდება
კახა კუჭავა - მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ყველას პოზიცია და დავსახოთ მიზნები ევროსაბჭოს მონიტორინგის უფრო დადებითი ანგარიშისთვის, რომელიც ერთი წლის თავზე დაიდება

2021 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია გამართავს პირველ ვიზიტს ზამთრის სესიაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, არის ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით და ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს.

„იმავე დღეს იქნება მონიტორინგის ანგარიშის წარდგენა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ანგარიშის დადებითი პოზიციების შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ. მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინოთ ყველას პოზიცია და დავსახოთ მიზნები უფრო დადებითი ანგარიშისთვის, რომელიც ერთი წლის თავზე დაიდება“, – განაცხადა კუჭავამ.