კახა კუჭავა - მაიკ პომპეოს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მთელ მსოფლიოს უფრო კარგად აჩვენოს, რამდენად მაღალია საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა
კახა კუჭავა - მაიკ პომპეოს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მთელ მსოფლიოს უფრო კარგად აჩვენოს, რამდენად მაღალია საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა

მმართველი გუნდის წევრის, კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მთელ მსოფლიოს უფრო კარგად აჩვენოს, რამდენად მაღალია საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

„თვითონ ფაქტი –  ბატონი პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდ მოვლენას წარმოადგენს. ამას ყველა აღნიშნავს, როგორც ხელისუფლება,ისე ოპოზიციის წარმომადგენელები, ამას მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება. კი, გამოხატვის თავისუფლება დღეს დაცულია და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი პერფორმანსი გააკეთოს, თუმცა ამ ადამიანის ნებისმიერი სახის დახვედრის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს მისალმება. ალბათ ეს არის მთავარი მიზანი, რასაც უნდა ემსახურებოდეს ყველა პროდასავლური და პროევროპული ძალა. აქედან თუ გამოვალთ, რა თქმა უნდა, მას ნებისმიერი ხელგაშლილი უნდა შეხვდეს. რაც შეეხება მოთხოვნებს რატომ ხვდებიან და რა შეიძლება იყოს მათთვის მიზეზი, ჩვენ ბევრი სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ. ფაქტი ერთია, ეს ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო კარგად აჩვენოს, რამდენად მაღალია საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა და ის, რომ ჩვენი მთავარი მიზანი – ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება საბოლოოდ კიდევ უფრო დავაახლოვით, ამ საბოლოო მიზნის მიღწევა რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა კუჭავამ.