კახა კუჭავა - კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდა, მოხარული ვიქნები, თუ ვიხილავ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც
კახა კუჭავა - კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდა, მოხარული ვიქნები, თუ ვიხილავ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც

კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება და შემოუერთდა საპარლამენტო მუშაობას, მოხარული ვიქნები, თუ ვიხილავ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

„კარგია, რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შემოუერთდნენ საპარლამენტო მუშაობას. ასევე მოხარული ვიქნები, თუ ვიხილავ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც, რათა შეძლონ სრულფასოვნად ჩართვა იმ მოლაპარაკებებში, იმ საკითხებში, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.