კახა კუჭავა - კახა კალაძეს ნამდვილად არ ჰყავს კონკურენტი და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს
კახა კუჭავა - კახა კალაძეს ნამდვილად არ ჰყავს კონკურენტი და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ოპოზიციამ შეიძლება თქვას, რომ არ აყენებდა შეურაცხყოფას, არ იყენებდა სიძულვილის ენას, თუმცა ამორჩეველს ეს ძალიან კარგად ახსოვს, ეს რეალობაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლისთვის განმსაზღვრელია, ვინ რას სთავაზობს ქალაქს.

„ძალიან კარგად ვიცით ყველამ, არა მხოლოდ უშუალოდ პოლიტიკოსების, არამედ გარშემო არსებული მათი მხარდამჭერების მხრიდანაც ის შეურაცხყოფები, სიძულვილის ტალღა, რომელიც მათ შემთხვევაში კონკრეტულად კახა კალაძის, მისი ოჯახის მიმართ იქნა გამოყენებული. ზუსტად ეს არის, ჩემი აზრით, განმსაზღვრელი საბოლოო ჯამში, რაზეც გააკეთებს ამომრჩეველი არჩევანს, გამოიყენებს ამას საფუძვლად, რომ რეალურად აწონ-დაწონოს, ვინ რას სთავაზობს ქალაქს განვითარებისთვის და კიდევ ერთხელ ამ კუთხით კახა კალაძეს ნამდვილად არ ჰყავს კონკურენტი და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო განხილვა იყო ბიუროზე, რადგან ძირითადად შევეხეთ, რამდენად დაჩქარებული წესით უნდა განხილულიყო თუ არა და მეც ვთვლი, რომ როდესაც მსგავს კანონპროექტზე ვსაუბრობთ, უფრო მეტი მსჯელობა იქნებოდა უკეთესი. ძალიან კარგია, რომ ბიუროს უმრავლესობა ამ კუთხითაც დამეთანხმა და ჩვენ ამ კანონპროექტს განვიხილავთ უკვე ჩვეულებრივი ვადების გათვალისწინებით, სადაც საშუალება ექნება ყველას, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, მიიღონ მონაწილეობა და მივიღოთ ის კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო დეპოლარიზაციას და იმ მდგომარეობის შექმნას, სადაც აღარ იქნება გამოყენებული სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა და აშ. კანონპროექტი დარეგისტრირებულია, ნამდვილად იქნება განხილვები და განხილვების დროს ვნახავთ, რეალურად რა შედეგს შეიძლება მივაღწიოთ“, – განაცხადა კუჭავამ.