კახა კუჭავა - ის, რაც ჩვენ 5-6 ივლისს ვიხილეთ, აღარასდროს უნდა გამეორდეს, ორგანიზატორები უნდა გამოვლინდნენ და აუცილებლად დაისაჯონ
კახა კუჭავა - ის, რაც ჩვენ 5-6 ივლისს ვიხილეთ, აღარასდროს უნდა გამეორდეს, ორგანიზატორები უნდა გამოვლინდნენ და აუცილებლად დაისაჯონ

დღესაც გაგიმეორებთ – ის, რაც ჩვენ 5-6 ივლისს ვიხილეთ, აღარასდროს უნდა გამეორდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  აგრესია, რომელიც ვიხილეთ ჟურნალისტების მიმართ, არათუ არ უნდა გამეორდეს, არამედ ყველა მოძალადე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნამდვილად იყო ჟურნალისტებზე გარკვეული ჯგუფების მიერ ორგანიზებული თავდასხმა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორგანიზატორები უნდა გამოვლინდნენ და აუცილებლად დაისაჯონ. შესაბამისი ვიდეოკადრებიც არსებობს და, როგორც ვიცი, გამოძიებისთვის ჩვენებების მიცემა ინტენსიურად გრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, მე პირადად არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი უცებ მომხდარი ამბავი იყო. ეს ნამდვილად იყო ჟურნალისტებზე გარკვეული ჯგუფების მიერ ორგანიზებული თავდასხმა“, – განაცხადა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი