კახა კუჭავა - ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით „ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და მათ წარმატებით განახორციელებს
კახა კუჭავა - ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით „ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და მათ წარმატებით განახორციელებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. კახა კუჭავა „ფეისბუქში“ წერს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.

„გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას.

მან თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომითა და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.

ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით „ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ.

იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე – გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში“, – წერს კახა კუჭავა.

✨ გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევას.
მან თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და…

Posted by კახა კუჭავა / Kakha Kuchava on შაბათი, 16 იანვარი, 2021

დატოვე კომენტარი